მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენი ამაზონის ფონდში $500 მილიონს გადარიცხავს

6447c7fb6d0a0
სალომე ხიდურელი
26.04.23 00:40
853
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ “ამაზონის ფონდისათვის” ქვეყანა $500 მილიონს გამოყოფს - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. CNN-ის ცნობით, ამ დონაციით აშშ გახდება მსოფლიოს ყველაზე დიდი დონორი, რომელმაც ამაზონის ტყის მასობრივი ჩეხვის წინააღმდეგ ფონდში თანხა გადარიცხა.

“მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მოვითხოვ, გამოიყოს თანხები, რათა ჩვენ შევძლოთ საკუთარი წვლილის შეტანა და გადავრიცხოთ $500 მილიონი ამაზონის ფონდსა და სხვა კლიმატთან დაკავშირებულ აქტივობებში მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რათა ხელი შევუწყოთ ბრაზილიის განახლებულ მცდელობას, დაასრულონ დეფორესტიზაცია 2030 წლამდე”, - თქვა ბაიდენმა ეკონომიკური ფორუმის - Major Economies Forum on Energy and Climate - ვირტუალურ შეხვედრაზე.

“ამაზონის ფონდი” ბრაზილიაში ლუის ინასიუ ლულა და სილვას პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. მისი მიზანი საზღვარგარეთული შემოწირულობებით დეფორესტიზაციის წინააღმდეგ პროექტების დაფინანსებაა.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ აშშ $1 მილიარდს გაიღებს “მწვანე კლიმატის ფონდისთვის”, რომელიც გაეროს მთავარი მექანიზმია კლიმატის ცვილელბასთან ბრძოლაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები