მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენი და სი ძინპინი ერთმანეთს კალიფორნიაში შეხვდებიან

ბაიდენი ძინპინი

მომავალ თვეს მსოფლიოს ორი უდიდესი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან. ჯო ბაიდენის და სი ძინპინის საქმიანი შეხვედრა კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში უნდა გაიმართოს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური კოოპერაციის, იგივე APEC-ის ფარგლებში.

თეთრი სახლის განმარტებით, გეოპოლიტიკური ძალებს შორის კონკურენციის გამწვავების ფონზე, აუცილებელია დიპლომატიური კავშირების გაღრმავება და აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ნორმალიზება, რათა მომავალში მხარეებს შორის უთანხმოების გაჩენის რისკები შემცირდეს.

პრეზიდენტების შეხვედრის საკითხს ჩინეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბაიდენი და ძინპინი სტრატეგიულ საკითხებზე თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ, სი ძინპინთან შეხვედრები გამართეს: სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელმა, ჯანეტ იელენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები