მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა

ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ თავად სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ცნობილია, მან უარი განაცხადა წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ "ეს ჩემი პარტიის და ქვეყნის ინტერესებში შედის". მისივე თქმით, ის გააგრძელებს პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაში დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.

როგორც მოსალოდნელია, ის მომავალ კვირაში ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ "დემოკრატები" აცხადებდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ მოქმედ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს, როგორც მათ კანდიდატს, თუ ჯო ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურას მოხსნიდა.

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა, "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი. როგორც მან CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტია.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება დემოკრატების კანდიდატი, თუმცა როგორც ტრამპმა აღნიშნა, თუ ეს კამალა ჰარისი იქნება, მისი დამარცხება უფრო იოლი იქნება, ვიდრე ბაიდენის.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები