მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჯო უილსონი: ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს!

ჯო უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ საქართველოში ყველა პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს.

მან X-ზე დაწერა, რომ რეპრესიებში მონაწილე მოსამართლეები და პროკურორები უნდა დაისაჯონ.

"ივანიშვილის რეჟიმის ყველა მძევალი და პოლიტპატიმარი უნდა გათავისუფლდეს! ყველა მოსამართლე და პროკურორი, რომელიც მონაწილეობდა ამ სასტიკ რეპრესიაში, უნდა დასანქცირდეს! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინსვლის ერთადერთი გზაა",- წერს ჯო უილსონი და 2024 წლის აპრილიდან დაკავებული 52 ადამიანის, ასევე მოსამართლეების და პროკურორების სიას აქვეყნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები