აშშ-ის კონგრესმენი, რესპუბლიკელი ჯო უილსონი "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს მწვავედ ეხმაურება. როგორც უილსონი აცხადებს, „უხამსობა და თავხედობაა პრეზიდენტ ტრამპისთვის მოთხოვნების წაყენება".
კონგრესმენის განცხადებით, წერილის გაგზავნა განსაკუთრებით შეუფერებელია იმ პირობებში, როდესაც, მისი თქმით, „კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ“ უკანონოდ მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ანტიდასავლური პოლიტიკა გაააქტიურა.
„ოქტომბერში თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ქართული სახელმწიფოს უკანონოდ მიტაცების შემდეგ, კრიმინალი ივანიშვილის დაჯგუფებამ:
- ყოველდღიურად ანტიამერიკული პროპაგანდა გაავრცელა;
- პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დააბრალა;
- ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ამერიკული კომპანიები გააგდო;
- ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა;
- ოპოზიცია აკრძალა;
- უდანაშაულო ხალხი სცემა და დააპატიმრა“, — აცხადებს უილსონი.




























