2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 41,998 ვაკანსია, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC-ის კვლევითი ცენტრის მაისის დასაქმების თრექერში აღნიშნულია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა.
მათი მონაცემებით, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 6.2% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
კატეგორიების მიხედვით, ყველაზე მეტი ვაკანსია 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით, ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში გამოქვეყნდა:
- ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში 9,998 ვაკანსია გამოქვეყნდა ამ კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.4%-ით გაიზარდა.
- ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში 7,631 ვაკანსია გამოქვეყნდა. ფინანსებისა და სტატისტიკის კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა.
- გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 10,163 ვაკანსია გამოქვეყნდა. 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა.