მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Jobs.ge-ზე ვაკანსიები მზარდია - რომელ კატეგორიებზე მოდის ყველაზე მეტი ვაკანსია?

ვაკანსია

Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. წლის პირველ ნახევარში პლატფორმაზე 44 587 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც წლიურად 5.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით ვაკანსიების ყველაზე სწრაფად მზარდი კატეგორია ადმინისტრაცია და მენეჯმენტი იყო.

უფრო დეტალურად, 6 თვის მონაცემებით, კატეგორიების მიხედვით ვაკანსიების რაოდენობა ასეთია:

  • გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში 10 868 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
  • 10 540 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3%-ით მეტია.
  • 8 035 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც წლიურად 3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები