მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა - PMCG

დასაქმება

2023 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე 44,802 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, - სტატისტიკური მონაცემები PMCG-მ გამოაქვეყნა.

ამასთან, 2023 წლის სექტემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 10.7%-ით მეტია 2023 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.7% შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 32.6 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

აღნიშნულ პერიოდში 8,178 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.0%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 83.1%- ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წელს, აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 11,580 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვების, შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.0%-ით ნაკლები, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 52.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023, წელს აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით, 10,438 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის, მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 19.1%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 56.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები