მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯოელ ემბიიდი NBA-იდან Skechers-ის პირველი სახე გახდება

ემბიიდი სკეჩერსი

“ფილადელფია 76-ის” ცენტრი ჯოელ ემბიიდი სულ მალე ფეხსაცმელების ბრენდ “Skechers-ის” პირველი NBA-ის წარმომადგენელი სახე გახდება.

აქამდე ასოციაციის მოქმედი საუკეთესო მოთამაშე Under Armour-ის სახე იყო, თუმცა პრე-სეზონის ვარჯიშებსა და თამაშებზე კამერუნელმა “Skechers-ის” ფეხსაცმელები მოირგო, მოეწონა და გადაწყვიტა კარიერა სწორედ ამ კომპანიას დაუკავშიროს.

გავრცელებული ინფორმაციით, "New York Knicks-ის" ფორვარდი ჯულიუს რენდლი და "Los Angeles Clippers-ის" მცველი ტერენს მანი, ასევე გახდებიან “Skechers-ის” სახეები.

კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია ცნობილია თავისი კომფორტული დიზაინით და უმეტესწილად სამომხმარებლო და ყოველდღიური სტილის ფეხსაცმელს აწარმოებდა, თუმცა უკანასკნელ ხანებში პროფესიონალურ სპორტშიც აქტიურად შეიჭრა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ აქამდე “Skechers-მა” უვადო კონტრაქტი მიუნხენის “ბაიერნის” შემტევ ფეხბურთელს ჰარი კეინს გაუფორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები