მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Johnson & Johnson-მა ონკოლოგიური სტარტაპი Firefly $1 მილიარდად შეიძინა

Johnson J&J

ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Johnson & Johnson-მა ონკოლოგიური მედიკამენტების პორტფელის გაფართოების მიზნით, ბიოტექნოლოგიური კომპანია Firefly Bio $1 მილიარდად შეიძინა. გარიგება ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელდება, მისი დასრულება კი მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

როგორც ირკვევა, დასახელებული შესყიდვა Johnson & Johnson-ის ონკოლოგიურ მიმართულებას გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ისეთი მიზნობრივი მედიკამენტების შექმნას, რომლებიც ყველაზე გავრცელებული და რთულად განკურნებადი სიმსივნეების წინააღმდეგ არის მიმართული.

Firefly Bio-ს კუთვნილი პლატფორმა Firelink-ი ანტისხეულებს იყენებს, რათა ცილის დამშლელი პრეპარატი პირდაპირ სიმსივნურ უჯრედებში გადაიტანოს. Johnson & Johnson-ის განმარტებით, აღნიშნული მიდგომა სიმსივნეზე მიზნობრივ იერიშს უზრუნველყოფს და არსებულ თერაპიებთან შედარებით, ჯანსაღ ქსოვილებს მეტად ინარჩუნებს.

კომპანიის ინოვაციური მედიცინის, კვლევებისა და განვითარების მიმართულების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯონ რიდმა აღნიშნა, რომ კიბოს KRAS მუტაცია აქამდე მედიკამენტებისადმი რეზისტენტულ სამიზნედ მიიჩნეოდა, ამ ტიპის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებელი კი წლების ნაცვლად, ხშირად მხოლოდ თვეებით განისაზღვრებოდა, თუმცა Firelink-ს პოტენციურად ამის შეცვლა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები