მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯონ კენედის ძმისშვილი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

642e8eedd8da7
მარიამ ვარადაშვილი
06.04.23 13:49
657
ჯონ კენედის ძმისშვილი რობერტ კენედი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. 69 წლის კენედიმ დემოკრატებიდან არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალური განაცხადი უკვე შეიტანა. როგორც BBC წერს, რობერტ კენედი უმცროსი გამოირჩევა ღია ანტივაქსერული ნარატივით, რის გამოც "ინსტრაგრმა" პირადი გვერდიც დაუხურა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას თავად პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც აპირებს. ამაზე მისი განცხადებებიც მიუთითებს. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ 46 პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას აპრილში დაიწყებდა, თუმცა შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის განრიგი შეიცვალა. ამერიკულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ბაიდენი საარჩევნო კამპანიაში ოფიციალურად ჩართვის შესახებ ზაფხულის დასაწყისში განაცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები