მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზი“ მეტალური სილიციუმის წარმოებაზე მუშაობს - კომპანიის გენერალური დირექტორი

ლაშა თუთბერიძე - ჯორჯიან მანგანეზი

„ჯორჯიან მანგანეზი“ მეტალური სილიციუმის წარმოებაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა თუთბერიძემ bm.ge-სთან განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მიმართულებით 18 მილიონი დოლარის ინვესტირებაა განსაზღვრული და „ჯორჯიან მანგანეზი“ ამ მხრივ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან უკვე მუშაობს.

„ვცდილობთ, ჩვენი ბიზნესის დივერსიფიკაციას. ჩვენ შექმნილი გვქონდა ახალი პროდუქტი საქართველოსთვის - ეს არის მეტალური სილიციუმი - აღნიშნული მიმართულებით ინვესტიციაზე, რომელიც დაახლოებით 18 მილიონი დოლარის ოდენობით არის განსახორციელებელი, ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთან ვმუშაობთ.

ჩვენ ეს პროდუქტი მცირე ოდენობით უკვე შევქმენით. ეს იქნება ძალიან დიდი სიახლე საქართველოსთვის. ეს პროდუქტი მოგვცემს საშუალებას, რომ როცა პრობლემებია ფერო-სილიკომ-მანგანუმის და ფერო-მანგანუმის ბაზარზე, დივერსიფიცირება მოვახდინოთ მეტალური სილიციუმით, რომელიც დღეს ძალიან ახალი და მოთხოვნადი პროდუქტია მსოფლიო ბაზარზე“, - აღნიშნავს ლაშა თუთბერიძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები