მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ახალ სამოქმედო გეგმას პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო

64b138f6d5579
BM.GE
14.07.23 16:01
420
"ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი ბესიკ კირთაძე და გარემოს დაცვის დირექტორი ირაკლი ნოზაძე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს მაია ბითაძესა და კომიტეტის აპატარის უფროსს, დენის სალუქვაძეს შეხვდნენ.

პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა გარემოს დავის მიმართულებით არსებული სამოქმედო გეგმა წარადგინა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალური მართვის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, გარემოს დაცვის კუთხით, არსებობს პროგრესი და ახალი სამოქმედო გეგმაც აღნიშნული მიმართულების შენარჩუნებას ითვალისწინებს.

სპეციალური მმართველის ახალი სამოქმედო გეგმა ორწლიანია და მისი მიზანია მდინარე ყვირილის შლამისგან დაბინძურებით შექმნილი პრობლემის მოგვარება და მადნის ღია კარიერული წესით მოპოვებულ ტერიტორიებზე სარეკულტივაციო სამუშაოების ჩატარება.


(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები