მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯოშუა ჰაკმა აშშ-ის მიერ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე ისაუბრა - რა ითქვა კონგრესში

სს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკმა აშშ-ის მიერ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახდეპმა 6 ივნისს სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს მმართველი პარტიის ათობით თანამდებობის პირს, პარლამენტარებსა და სამართალდამცველებს.

ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯოშუა ჰაკიმ შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა:

"6 ივნისს, ჩვენ დავუწესეთ სავიზო შეზღუდვები მმართველი პარტიის ათობით წარმომადგენელს, პარლამენტარებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან და მონაწილეობდნენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.

ეს ნაბიჯები ემყარება ჩვენს წინა ქმედებებს, ისეთებს როგორებიც იყო კორუმპირებული მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ქართველი-რუსი ოლიგარქისთვის, FSB-სთან დაკავშირებული ოთარ ფარცხალაძისთვის ფინანსური სანქციების დაწესება" - აღნიშნა ჯოშუა ჰაკიმ კონგრესში მოსმენის დაწყებამდე, სადაც საქართველოში მოახლოებული არჩევნების თემაზე იმსჯელეს.

ამერიკის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით, 23 ივლისს, მოსმენაზე კი ჯოშუა ჰაკმა ისაუბრა "რუსულ კანონზე". მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან, “უცხოური გავლენების” კანონი კი ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა.

“ბოლო თვეებში საქართველოს მთავრობამ გადაუხვია წარსულში არსებული დემოკრატიული გზიდან, რითაც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენა. მათ მიღეს ანტიდემოკრატიული კანონი, მოახდინეს სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება, დაუშვეს ძალადობის ესკალაცია და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით და გაავრცელეს დეზინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ათწლეულებია მხარს უჭერენ საქართველოს.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები თავიანთ ქმედებებს გადახედავენ, დააბრუნებენ საქართველოს თავის დემოკრატიულ გზაზე და შეასრულებენ ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ძალიან ნათლად ვუთხარით საქართველოს ხელისუფლებას, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული პრინციპების ერთგულების გამოსახატად არის “უცხოეთის გავლენის კანონის” უკან გაწვევა, არადემოკრატიული კანონების შეწყვეტა და იმის გარანტირება, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ოქტომრბის საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდება”,- განაცხადა მან.

ამერიკის კონგრესში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით, 23 ივლისს, მოსმენა გაიმართა. ამერიკელი კანონმდებლები სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უსმენდნენ, რათა განესაზღვრათ, რა პოლიტიკა უნდა გატარდეს საქართველოს მიმართ, იმ ფონზე, როცა მათივე თქმით საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა დემოკრატიულ გზას დააშორა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები