მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ფარის ფუნქციას ვთამაშობთ... რას ვგულისხმობ, ამას ახსნა არ სჭირდება - თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ფარის ფუნქციას ვთამაშობთ... რას ვგულისხმობ, ამას ახსნა არ სჭირდება - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანის "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" თავის თავზე იღებს დარტყმებს, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

"ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ფარის ფუნქციას ვთამაშობთ... რას ვგულისხმობ, ამას ახსნა არ სჭირდება, ვინც გვისმენს ამას იმაზე უკეთ ხვდება, ვიდრე ეს "მეგობარი აქტის" ავტორს ჰგონია, რომელიც კაროლინაში დეპუტატად აირჩიეს. კაროლინაში სხვა პრობლემებია და ჩვენ ცოტა სხვა პრობლემები გვქონდა, ბევრი საუკუნის წინ. მიზანია, რომ მთავრობის ამომრჩეველი საკუთარ მთავრობაზე გააბრაზონ, რაც აქამდე ვერ მოახერხეს და რეალურად მთავრობა დარჩეს მარტო.

თუ არჩევნებში ხმას არ მოგვცემთ, არ მგონია რომ ხელისუფლებაში ამის გამო ვინმე ტირის დაიწყებს, ჩვენ ხელისუფლებას არ ვართ ჩაბღაუჭებული და ეს ჩვენი სიძლიერეა. თუ აგვირჩევთ ვიქნებით, თუ - არა, არ ვიქნებით, ეს არის ანაბანა იმ დემოკრატიის რომელზეც გუშინ უსირცხვილოდ გვითხრეს რომ არ გაქვთო. მთავარი ეს არ არის, მთავარია ერი დარჩეს დაუცველი და ხელისუფლებაში მოვიდეს, ის ვინც "ვივამედშია" და რომელსაც მერე ეტყვიან, ადექიო ადგება, დაწექიო დაწვება, იფორთხე მეჯვრისხევის ქუჩაზე, გორშიო იფორთხებს და გააკეთებს სხვის საქმეს. ეს ხდება და მე არ მგონია, ის ერი რომელმაც ამდენი რამ გამოიარა დაშორდება თავის მთავრობას, რომელიც მას მსახურად უდგას, საკუთარ თავზე იღებს დარტყმებს და ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აშშ-მა "ქართული ოცნების" წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა

მიიღეს თუ არა სანქცირებულმა საქართველოს მოქალაქეებმა სანქციების შესახებ შეტყობინება? - მილერის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები