მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებს

ჟოზეპ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, ე.წ. რუსული კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნას სოციალურ ქსელX-ის საშუალებით ეხმიანება და საქართველოს მთავრობას მათი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ევროპული საბჭოს ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია გასცა, რომ საქართველომ არ მიიღოს უცხო ძალის გავლენის შესახებ კანონი არსებული ფორმით. მოვუწოდებთ კანონმდებლებს, მიჰყვნენ ამ რეკომენდაციას და დაიცვან ქართული დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტები", - წერს ბორელი.

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ გადაუდებელი მოსაზრება 21 მაისს გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ვენეციის კომისია მკაცრად მოუწოდებს არსებული ფორმით ამ კანონის გაწვევისკენ, რადგანაც მასში არის ფუნდამენტური ხარვეზები, რომლებიც გამოიწვევს მძიმე ნეგატიურ შედეგებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ასევე სამოქალაქო პროცესებში თანამონაწილეობის მიმართულებით".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები