მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

JPMorgan-ის მოგება რეკორდულად გაიზარდა

jpmorgan

უოლ-სტრიტის ტიტანი დომინაციას განაგრძობს - მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის წმინდა მოგება 18 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მაღალი მაჩვენებელია და კომპანიის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებულ რეკორდულ შედეგს წარმოადგენს.

ამ პერიოდის განმავლობაში JPMorgan-ის შემოსავალმა 51 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ასევე მკვეთრად, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბანკის წარმატება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი მსოფლიოს მასშტაბით გეოპოლიტიკური და ეკონომიკური რისკების ზრდაა. როგორც წესი, ასეთ დროს ინვესტორები და დეპოზიტარები ყველაზე უსაფრთხო საფინანსო ინსტიტუტებს ირჩევენ, JPMorgan-ს კი ამერიკის მთავრობაც კი არაერთხელ გადაურჩენია, ამიტომაც ის შეუბღალავი რეპუტაციით და გავლენით სარგებლობს.

გარდა ამისა, გაძვირებული კრედიტი, კაპიტალზე გაზრდილი მოთხოვნა და 50%-ით მომატებული საკომისიოები ბანკის შემოსავლიანობაზე დადებითად აისახება, რასაც რიცხვებშიც მკაფიოდ ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ JPMorgan-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 589 მილიარდ დოლარს შეადგენს და მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების რეიტინგში ის პირველ ადგილს იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები