მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

JPMorgan-მა აშშ-ში $1.5 ტრილიონის პროექტების დაფინანსება გადაწყვიტა

ჯეიმი დაიმონი

პლანეტის უმსხვილესმა ბანკმა, JPMorgan Chase-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1.5 ტრილიონი დოლარის მოცულობის სტრატეგიული პროექტების დაფინანსება გადაწყვიტა.

როგორც ბანკის ხელმძღვანელი, ჯეიმი დაიმონი აცხადებს, კრიტიკული მინერალების, ენერგეტიკული რესურსების, წარმოებისა და პროდუქციის მიმართულებით ქვეყანა ზედმეტად არის დამოკიდებული საერთაშორისო ვაჭრობაზე, რაც ჩინეთის მსგავს სახელმწიფოებს აშშ-ის წინააღმდეგ ძლიერ ბერკეტს აძლევს. დაიმონის აზრით, ეს ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს, რაც დაუშვებელია.

JPMorgan-ის დირექტორის თქმით, ბანკი საკუთარ თავზე აიღებს ამ საპასუხისმგებლო მისიას და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვისთვის ის ისეთ სტრატეგიულ პროექტებს დააფინანსებს, რომელთა მიმართ კომერციულ ბანკებს ინტერესი არ აქვთ.

დაფინანსებას თავდაცვის ინდუსტრიაში, კიბერუსაფრთოხების სექტორში, მიწოდების ჯაჭვში, კრიტიკული რესურსების წარმოებასა და მოპოვებაში ჩართული კომპანიები მიიღებენ, რომელთაც შეღავათიანი კრედიტები, გრანტები და ინვესტიციები გადაეცემათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები