მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციაზე აშშ საელჩომ $0.5 მლნ რომ გამოყო, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი გამოდის? - ინფექციონისტი

მაია ბუწაშვილი

ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციაზე აშშ საელჩომ $0.5 მლნ რომ გამოყო, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი გამოდის?, - ამ კითხვით მიმართავს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მომხრეებს.

"უცხო გავლენა უნდა შემცირდესო, ისმის სამთავრობო ტრიბუნიდან. ამაზე გამახსენდა, ჯვრის მონასტრის რეაბილიტაციაზე აშშ საელჩომ ნახევარი მილიონი დოლარი რომ გამოყო, გახსოვთ ალბათ. კანონის მიღების მომხრეებს მინდა ვკითხო, ჯვრის მონასტერი ახლა უცხო გავლენის ქვეშაა ვითომ და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი გამოდის? მართლა მაინტერესებს.

ისევ ჯიუტად და უკვე მერამდენედ ვიმეორებ შეკითხვას, რომელზეც ამ კანონის მომხრეებისგან ვერ ვიღებ პასუხს - სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც პროექტების განხორციელებაში მეგობარი ქვეყნების მილიონობით დოლარის დახმარებას იყენებს გრანტების სახით, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი გამოდის? ეგ რანაირი სახელმწიფო გვქონია, თუ მთავრობაც და ეკლესიაც უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და გავლენის ქვეშ მყოფია? კანონის მომხრეებო, ეგეთი მთავრობა მოგწონთ?", - წერს ბუწაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები