მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კაბალური სახელშეკრულებო პირობები და შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები“ - რა პრობლემებია სახელმწიფო შესყიდვებში?

ლიპარტია

იურისტების პორტფელში ასობით საქმეა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავებს ეხება. გადაცემა რედაქტ2-ში იურისტმა, ნინო ლიპარტიამ იმ სისტემურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება.

მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ურთიერთობები და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა, მისი და მისი კოლეგების პორტფელში დღის წესრიგში განსაკუთრებით 2013 წლიდან დადგა. იურისტის განცხადებით, დღეს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში ასობით საქმე მიმდინარეობს, რომელიც სწორედ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ურთიერთობას ეხება.

„პირველი, ძირითადი პრობლემა რასაც გამოვყოფდი, ეს არის კაბალური სახელშეკრულებო პირობები. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას ადგენს შემსყიდველი, ერთპიროვნულად და რომელშიც ცვლილების განხორციელების არანაირი უფლება მიმწოდებელს, ხელშეკრულების მეორე მხარეს არ აქვს. როდესაც შედის ტენდერში და თუ ის გაიმარჯვებს, მინიმალური ბერკეტი აქვს იმისა, რომ ხელშეკრულების ცვლილება მოითხოვოს.

ჩემს წარმოებაში ყოფილა ისეთი დავა, როდესაც ხელშეკრულებაში გაწერილია, რომ თუ ხელშეკრულებას არღვევს შემსყიდველი, სახელმწიფოს რომელიმე უწყება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვადას, მას არ ეკისრება პირგასამტეხლო. თუ არღვევს მიმწოდებელი, მას ეკისრება პირგასამტეხლო“,-აცხადებს იურისტი.

შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ნინო ლიპარტიას თქმით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული კიდევ ერთი სისტემური პრობლემაა.

„ხშირ შემთხვევაში, ყოფილა ჩემს პრაქტიკაში ათობით სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც სასამართლოს უთქვამს, რომ ეს პირგასამტეხლო, რომელიც დაკისრებულია შემსყიდველის მხრიდან, ძალიან მაღალი ოდენობისაა. ყოფილა პრაქტიკაში საქმე, როდესაც სასამართლომ პიგასამტეხლოს მეათედი დააკისრა დარღვევის მიუხედავად.

პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აღიარებს შესყიდვების სააგენტოც და მეტიც წლების წინ გამოსცა კიდეც რეკომენდაცია, სადაც განსაზღვრა, პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შემსყიდველმა შეუძლია დააკისროს მიმწოდებელს. მაგრამ ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის და ამის მიუხედავად დიდად ადაპტირებული ვერ იქნა პრაქტიკაში შემსყიდველების მხრიდან.

ამ დროს ერთადერთი მექანიზმი და ბერკეტი ბიზნესს რჩება ის, რომ მიმართოს სასამართლოს. კი მივმართავთ სასამართლოს, მაგრამ გადატვირთულობიდან გამომდინარე მე მაგალითად დღესაც მაქვს პროცესი მესამე ინსტანციაშია, როდესაც სასარჩელო განცხადება აღვძარით 2018 წელს“,- აცხადებს იურისტი რედაქტ2-თან ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები