მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაბო-ვერდე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს

კაბო ვერდე მუნდიალზე

კაბო-ვერდეს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. აფრიკულმა გუნდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-10 ტურში, ესვატინის ნაკრები 3:0 გაანადგურა და შესარჩევი ეტაპი თავის ჯგუფში, 23 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.

ეს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, რომელშიც მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს. მუნდიალის საგზური უკვე მოიპოვეს: ავსტრალიამ, ირანმა, იაპონიამ, იორდანიამ, სამხრეთ კორეამ, უზბეკეთმა, ეგვიპტემ, მაროკომ, ტუნისმა, ალჟირმა, განამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ეკვადორმა, პარაგვაიმ, ურუგვაიმ, ახალმა ზელანდიამ, კაბო ვერდემ და ტურნირის მასპინძელმა ქვეყნებმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მომავალ წელს, 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება. ტურნირს აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები