მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კადასტრში თხილის ბაღების ფართობი 45 ათას ჰა-ს აღემატება - რამდენმა ფერმერმა მიიღო დახმარება?

თხილი

სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, თხილის კადასტრში რეგისტრირებული 0,2 -3 ჰა-მდე თხილის ბაღების ფართობი 45 ათას ჰექტარს აღემატება.

სააგენტოს თანახმად, გასულ წელს, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 95 ათასამდე ფერმერმა მიიღო სახელმწიფო დახმარება, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 6 000-ით აჭარბებს.

ამასთან, პროგრამის ფარგლებში 2024 წელს მეთხილე ფერმერებმა 22 მლნ ლარზე მეტი მიზნობრივი დახმარება მიიღეს.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2023 წელს ამოქმედდა და მისი ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა. სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს თხილის ბაღ(ებ)ი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 - ჰა. სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს.

თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გრძელდება და ბიუჯეტიდან მეთხილე ფერმერების სუბსიდირებისთვის 23 მილიონი ლარი გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები