27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკი სამივე ვიცე-პრეზიდენტმა - პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ - ოფიციალურად დატოვა. სებ-იდან წავიდა პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც.
ბოლო რამდენიმე თვეში, მას შემდეგ რაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებით, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების წესში საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი ამოქმედდა, ფინანსური ინსტიტუტი კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა.
ნათია თურნავას განმარტებით, კადრების გადინება გასულ წლებში უფრო დიდი პრობლემა იყო, ვიდრე ახლაა.
„კადრების გადინება ყოველთვის პრობლემა იყო. სტატისტიკას და გასულ წლებს თუ შეხედავთ, გაცილებით მაღალი გადინება იყო. მე მაქვს ამბიცია და სურვილი, რომ გადინებას პოზიტიური სალდო ჰქონდეს. დღესდღეობით ჩვენს გუნდს უფრო მეტი ადამიანი შემოემატა”, - აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი.