მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“კაირო ლოჯისტიკსი”: სატვირთო გადაზიდვების ზრდა 4-5 წელი გაგრძელდება

61f7b1194df8f
სალომე ჭიპაშვილი
01.02.22 01:20
1048
"კაიროს ლოჯისტიკსის" ბრუნვა 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 72%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ კომპანიის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ნამადოვმა განაცხადა.

„პანდემიის მიუხედავად, ლოგისტიკა არც 2020 წელს და არც 2021-ში გაჩერებულა, პირიქით, გადატვირთულ რეჟიმში მოუწია მუშაობა; ეს როგორც სახმელეთოს, ასევე საზღვაო გადაზიდვებს ეხება და მსგავსი ტრენდი კიდევ, დაახლოებით, 4-5 წელი გაგრძელდება. განსაკუთრებით ველოდებით ჯვრის უღელტეხილის გვირაბის გახსნას, რომელსაც პოლიტიკურად შეიძლება არა, მაგრამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ზრდაზე ძალიან დიდი ეფექტი ექნება“, - აღნიშნავს ნამადოვი.

“კაიროს ლოჯისტიკსის“ ძირითადი ბიზნესი სახმელეთო გადაზიდვებია, თუმცა კომპანიის გაყიდვების 20-30% საკონტეინერო გადაზიდვებზე მოდის.

„პანდემიამდე ჩვენი კომპანიის გაყიდვების მხოლოდ 2-3% მოდიოდა საკონტეინერო გადაზიდვებზე, თუმცა მოთხოვნის ზრდასთან ერთად უფრო აქტიურად ჩავერთეთ ამ მიმართულებით, ვიპოვეთ სხვადასხვა გზა და ახლა გაყიდვების 30%-ს ეს მიმართულება მოიცავს", - განაცხადა „კაიროს ლოჯისტიკსის“ დამფუძნებელმა.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანას ყოველდღიურად 900-ზე მეტი მძიმე სატვირთო კვეთს, რომელთაც დღეში 17,000 ტონამდე პროდუქტები გადააქვთ.დანიშნულების ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ტრაილერი სომხეთისკენ მიემართება, შემდეგ არის აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები