მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კაკაოს ფასი რეკორდულად, ერთ ტონაზე $12 000-მდე გაიზარდა

კაკაოს ფასი

კაკაოს ფასი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. ამჟამად, Bloomberg-ის ცნობით, ერთი ტონა ნედლეულის ფიუჩერსით შესყიდვის ფასი რეკორდული $12 ათასია, რაც კაკაოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანა კოტ-დ'ივუარში დაბალი მოსავლიანობით აიხსნება.

გამოცემის ცნობით, მეოთხე კვარტალში, მშრალი კლიმატური პირობების შედეგად, კაკაოს შესყიდვისთვის გაფორმებული მოქმედი კონტრაქტების ღირებულება 7.4%-ით გაიზარდა. წლის განმავლობაში ნიუ-იორკის სამომხმარებლო ბაზარზე კაკაოს ფასი გასამმაგდა, რამაც ზოგიერთი კომპანიის დროებითი შეჩერებაც გამოიწვია.

ანალიტიკოსების შეფასებით, კლიმატის ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადყოფს, რომ დაბალი მოსავლიანობა თებერვალსა და მარტშიც შენარჩუნდება. დასავლეთ აფრიკაში, სადაც ნედლეულის დიდი მოსავალი მოდის, ამინდის პროგნოზში ნალექი მომდევნო 10 დღის განმავლობაში ნავარაუდევი არ არის, რასაც საჰარას უდაბნოდან ძლიერი ქარის შედეგად მოტანილი მტვერი ემატება.

კოტ-დ'ივუარში, რომელიც კაკაოს წარმოების 1/3-ზე მეტზეა პასუხისმგებელი, 2024-25 წლის მოსავლიანობა, Bloomberg-ის ანალიზის თანახმად, 1.9 მილიონი ტონა იქნება, რაც მცირედით ჩამორჩება მთავრობის გამოთვლებს: მათი პროგნოზით, სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე კაკაოს მოსავალი 2.2 მილიონი ტონა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები