მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ახლანდელი წინასაარჩევნო პროცესი რადიკალურად განსხვავებულად, მშვიდად  მიმდინარეობს

მერია

„წინასაარჩევნოდ ზოგადად ხშირად არის ხოლმე პროვოკაციები, რომელსაც ეს რადიკალები აწყობენ, თუმცა თუ შევადარებთ სხვა არჩევნებს, პროცესი რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს, მშვიდად და წყნარად“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში წინასაარჩევნოდ ძალადობა და დაპირისპირების ფაქტები გახშირებულია.

კახა კალაძის განცხადებით, გარკვეულ საარჩევნო სუბიექტებს ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და საარჩევნო კამპანიას კონკრეტულ საელჩოებში ატარებენ.

„ახლა ყველას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გავიდეს, შეხვდეს მოსახლეობას. ბევრს ამის საშუალება არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ რა ნამუსით უნდა შეხვდნენ მოსახლეობას, რა უნდა უთხრან? როდესაც გინდა, რომ ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, გინდა მეორე ფრონტის გახსნა, როდესაც პირდაპირ მოწოდებებს აკეთებ სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, ყველაფერს ცდილობ იმისთვის, რომ ხალხი და შენი ქვეყანა დააზიანო, რა ნამუსით უნდა მიხვიდე ხალხთან? შესაბამისად, ველზეც ვერ გადიან, ზოგიერთ საელჩოში დარბიან და იქ ატარებენ საარჩევნო კამპანიას. ხალხი მათ შესაბამის პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები