მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: ბატონი ბორელის მესმის, მაგრამ კონსტიტუციის დაცვა მნიშვნელოვანია

კალაძეეე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის გზავნილების შესახებ მედიის შეკითხვებს უპასუხა, რომელიც პრეზინდეტის იმპიჩმენტის საკითხს შეეხებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა თანამდებობის პირმა და პოლიტიკოსმა პატივი სცეს და დაიცვას ქვეყნის კონსტიტუცია.

„ჩვენ ყველამ ძალიან კარგად უნდა დავიმახსოვროთ ერთი რამ - თანამდებობის პირებმა, პოლიტიკოსებმა, ვისაც დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ხალხის და ქვეყნის წინაშე, პირველებმა უნდა ვცეთ პატივი საკუთარ ქვეყანას, საკუთარ კონსტიტუციას, კანონებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა და გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც ევალება კონსტიტუციის დაცვა, გამოდის და არღვევს კონსტიტუციას. მე ბატონი ბორელის მესმის, მაგრამ ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და კონსტიტუციის და კანონების პატივისცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა ასევე შეაფასა 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში დეპოლარიზაციის საკითხი. 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ ერთვებიან და საერთოდ არ აინტერესებთ აღნიშნული გეგმის შესრულება, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს მომავალში, რომ ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იყო, თუმცა ამას სჭირდება მეორე მხარეც, ცალმხრივად ვერ განხორციელდება. მეორე მხარე რადიკალიზმით არის დაკავებული და ვფიქრობ, დღევანდელ მოცემულობაში, ამ ოპოზიციის პირობებში ამის გაკეთება, რაც არ უნდა ძალისხმევა იყოს გაწეული ხელისუფლების მხრიდან, შეუძლებელია. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირიქით, გაღრმავდეს პოლარიზაცია, ხელი შეუშალონ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ხელი შეუშალონ სტატუსის მიღებას. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება მათი მხრიდან ამისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტით დგება რისკი, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს - ბორელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები