მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: იმედი მაქვს, გერმანიაში, ჩვენი ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ გერმანიის ქალაქებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებს ბევრი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება.

კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნას და ბილეთების ფიქსირებული, დაბალი ტარიფის შეთავაზებას ეხება.

„როგორც იცით, ზაფხულში დაგეგმილია ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშები. მთელი საქართველო ელოდება ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რასაც ამდენი წელია ველოდებოდით. რა თქმა უნდა, ბევრ ადამიანს უნდა გერმანიაში გამგზავრება, რომ ნაკრებს უგულშემატკივროს. მინდა, გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების დანიშვნის შესახებ, რაც ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცეს, ჩავიდეს და სტადიონზე დაესწროს თამაშებს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან მოქალაქეები შეძლებენ, ბილეთები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ “, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას ფრენებისა და ტარიფების შესახებ ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს.

„როგორც ვიცი, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია და დამატებით ინფორმაციას ცენტრალური ხელისუფლება გაავრცელებს. იმედი მაქვს, რომ გერმანიის ქალაქებში, სადაც ჩვენი ნაკრების შეხვედრები გაიმართება, ბევრი ქართველი გულშემატკივარი ჩავა და გვექნება შესაძლებლობა, ეროვნულ ნაკრებს ერთად ვუგულშემატკივროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები