მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო?

კალაძე მიკროფონებთან

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება თანამდებობის პირებს წელიწადში ერთხელ აქვთ, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ თარიღს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ვალდებულება წარმოეშვება.

ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერის ჩარტერული რეისის ხარჯების შესახებ.

„როგორც იცით, დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ. თანამდებობის პირები, პოლიტიკოსები კანონით არიან ვალდებული, რომ წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია. შესაბამისად, დაველოდოთ თარიღს, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოუწევს ვალდებულება, წარმოადგინოს დეკლარაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, პირადი ხარჯების შესახებ წინასწარ ანონსირება და ამაზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ არის თანამდებობრივი ვალდებულება.

„რა იყო დასამალი? როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი? არ არის სწორი, იგივე რომ მოგთხოვოთ თქვენ. შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი თანამდებობრივი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით თქვენ გესაუბროთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პრემიერი ევროპაში ჩარტერული რეისით გაფრინდა, ხოლო იქიდან აშშ-ში - რეგულარულით - სტრატკომის განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები