"64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას ვაპირებთ",- ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, კობახიძის თქმით კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო.
"შეგიძლიათ, გადახედოთ წინა არჩევნების შედეგებს მუნიციპალიტეტების მიხედვით და დარწმუნდებით, რომ აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთოდ კონკურენციასაც კი ვერავინ გაგვიწევს. რაც შეეხება სოციოლოგიურ კვლევას, ჩვენი კვლევის შედეგები არის იმის იდენტური, რაც იყო ბოლო კვლევაში დაფიქსირებული და არის მცირე გაუმჯობესებაც კი. იმდენად ჩამოშლილია ოპოზიცია, რომ მათი მხარდაჭერები არის მოკლებული. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ, როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს.
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მე ვერ გავუსწრებ წინ მოვლენებს, იმიტომ, რომ გვაქვს ჩვენი პროცედურები. პოლიტიკური საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ამ თემაზე,თუმცა ჩემი პოზიცია შემიძლია დავაფიქსირო, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შორის, პერსონალური რეიტინგის, გაკეთებული საქმეების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ კახა კალაძის კანდიდატურა არის უალტერნატივო. ვნახოთ, პოლიტიკური საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა კობახიძემ.