მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა შენგელია "კავკასიის უნივერსიტეტიდან“ სოსო ბერიკაშვილის გაშვების მიზეზს განმარტავს

კვაკასიის უნივერსიტეტი

„კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის კახა შენგელიას განცხადებით, ტყუილია, რომ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა. როგორც მან BMG-ის განუცხადა, ის სოსო ბერიკაშვილის მუშაობით უკმაყოფილო იყო.

"გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით" - სოსო ბერიკაშვილი CU-დან გაათავისუფლეს

- უნივერსიტეტის გამო, მასთან პირადი კონფლიქტი მქონდა. უნივერსიტეტში არაფერს აკეთებდა და ვაპირებდი გაშვებას. იმ დღეს კი დაიძაბა ჩვენ შორის ურთიერთობა და გადავწყვიტე, გამეშვა. სოსო ბერიკაშვილი ახლა ცეცხლზე ნავთს ასხამს პირადი გამორჩენის მიზნით, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდეს...

- ანუ პოლიტიკური მიზეზით არ გაგიშვიათ სამსახურიდან და არც სუს-ს მოუთხოვია, როგორც თავად სოსო ბერიკაშვილი აცხადებს?

- ტყუილია... მთელმა უნივერსიტეტმა იცის, რა პრობლემები მქონდა მასთან ურთიერთობაში. ბორდის სხდომა ისე არ ჩატარებულა, მისთვის საყვედური არ მეთქვას. ისე მოხდა, რომ უბრალოდ, ამ დღეებს დაემთხვა ეს ამბავი... ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო... ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?! არა მხოლოდ ნინო ჟიჟილაშვილი, უნივერსიტეტში მთელი „ოპოზიციაა“, ყველა უნივერსიტეტში არიან...

დაახლოებით, 16:20 საათზე კახა შენგელიამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა პოსტი, რომელსაც BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის.

საჯაროდ ვაცხადებ არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოს და ბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები