მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კახეთში, ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 1 465 ჰა-ზე გაუმჯობესდება - მელიორაცია

ლაკბეს წყალსაცავი
16.06.25 12:22
163

კახეთში, ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაციის შედეგად სარწყავი წყლის მიწოდება 1 465 ჰა სასოფლო მიწაზე გაუმჯობესდება. ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხაზიურმა, 2025 წლის სარწყავი სეზონის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლურად, ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავის წყალგამშვები ურდული გახსნეს.

„სოფლის მეურნეობის განვითარება მელიორაციის გარეშე შეუძლებელია. სამელიორაციო ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ამ მიმართულებით მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ, რითაც საშუალებას ვაძლევთ ფერმერებსა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, აწარმოონ ხარისხიანი, მაღალი ღირებულების პროდუქცია. გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ლაკბეს წყალსაცავის რეაბილიტაცია რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციით განხორციელდა. ჩატარებული სამუშაოები წყალსაცავის გამართულად ფუნქციონირებასა და ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლების დამატებით კვებას უზრუნველყოფს. შედეგად, 1465 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება“, - განაცხადა „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა 2025 წლის სარწყავი სეზონის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლურად, ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავის წყალგამშვები ურდულის გახსნი ღონისძიებაზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხაზიური ესწრებოდნენ.

საქართველოს მელიორაციის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები