მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე ბიზნესს საახალწლო ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთვისკენ მოუწოდებს

კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძე ბიზნესს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საახალწლო ღონისძიებებში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძემ თავის მოადგილეს ანდრია ბასილაიას დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია ბიზნეს სექტორთან.

„წელსაც მინდა, მოვუწოდო კერძო კომპანიებსა და ბიზნეს სექტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ბევრი კომპანია ჩაერთოს საახალწლო ღონისძიებებში. იცით, რომ ყოველწლიურად გამოვყოფთ სპეციალურ ადგილებს, მათ შორის, პარკებს, სკვერებს, სადაც ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, თავიანთი საახალწლო განათებები განათავსონ. ჩვენ ყველა ერთად ვქმნით სასიამოვნო და საზეიმო საახალწლო განწყობას დედაქალაქში და დარწმუნებული ვარ, თქვენი თანამონაწილეობა წელსაც იქნება, რაც მისასალმებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერია საახალწლო ილუმინაციების საზეიმოდ ანთებას 12 დეკემბერს გეგმავს.

თბილისის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი უკვე დაწყებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები