მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალაძე მშრალი ხიდის რეაბლიტაციით უკმაყოფილოა - "სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ"

5e0310325ed77
ინგა მურუსიძე
25.12.19 11:28
1694
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები "ძალიან უხარისხოდ არის შესრულებული" და კომპანიამ თავისი ხარჯებით თავიდან უნდა შეასრულოს.

„მინდა შევეხო ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქ რამდენიმე დღის წინ დასრულდა სამუშაოები, რის შემდეგაც ვიმყოფებოდით და დავათვალიერეთ ყველაფერი. დღეს ისეთი დღეა, არ მინდა ჩხუბი და ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება, მაგრამ სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ, განსაკუთრებუით საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილში. დღესვე დაიბარეთ კომპანია და საგზაო სამუშაოები განახორციელოს თავიდან.

კატეგორიულად მიუღებელია ასეთი პროექტის მიღება- ჩაბარება ჩვენი მხრიდან. ჩვენი ლაბორატორიის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან უხარისხოდ არის ყველაფერი გაკეთებული. დაიბარეთ კომპანია, ააფრიზინეთ რაც გააკეთეს და თავიდან გააკეთონ ნორმალური საფარი, რაც საჭიროა სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა კახა კალაძემ და საკითხის მოგვარება თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

bm.ge არკვევს რომელი კომპანია ახორციელებდა აღნიშნულ სამუშაოებს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები