მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე: „რიყის დოქები“ ნაგვის ბუდეა, უნდა დაინგრეს და მის ადგილას სასტუმროც შეიძლება აშენდეს

კახა კალაძე

კობახიძის შემდეგ, "რიყის დოქების" დემონტაჟს კახა კალაძეც ადასტურებს.

კახა კალაძემ „რიყის დოქების“ დემონტაჟის აუცილებლობაზე მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ შენობა ქალაქის ურბანულ განვითარებაში არ ჯდება და „ნაგვის ბუდეა“. მისი თქმით, ნაგებობის ადგილას ახალი, ფუნქციონალური პროექტი უნდა განხორციელდეს.

„არანაირად არ ჯდება ქალაქის ურბანულ განვითარებაში, არის უფუნქციო, ყველანაირად მოუწესრიგებელი, ნაგვის ბუდე და შესაბამისად, საჭიროა კარგი პროექტის განვითარება, რომელიც ურბანულადაც ლამაზად ჩაჯდება აღნიშნულ არეალში და იქნება ფუნქციონალური. მოხდება მისი დემონტაჟი და იგივე მოცულობის პროექტი განხორციელდება, შეიძლება იყოს სხვა ფორმით“, — განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, არ იგულისხმება ახალი ტერიტორიის გამოყოფა, არამედ „რიყის დოქების“ ადგილას უნდა აშენდეს ახალი შენობა. კითხვაზე, თუ რა დანიშნულების ნაგებობა შეიძლება იყოს, კალაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, სასტუმროც აშენდეს.

„ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ ახალი ტერიტორია უნდა გამოიყოს და იქ უნდა აშენდეს ახალი შენობა?! აღნიშნული სიმახინჯის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს და მის ადგილზე, სადაც იდგა შენობა-ნაგებობა, იგივე მოცულობის ახალი პროექტი გაკეთდეს... შეიძლება, თუნდაც, სასტუმროც. ვნახავთ, გავივლით,“ — დასძინა თბილისის მერმა.

„ეს სიმახინჯე არ ეკადრება ჩვენს ლამაზ დედაქალაქს“ - კობახიძე ადასტურებს, რომ „რიყის დოქებს“ დაშლიან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები