მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძე თბილისში მინდელის, გალაკტიონისა და თამარ მეფის ხიდების რეაბილიტაციას აანონსებს

თამარ მეფის ხიდი

კახა კალაძე წინასაარჩევნოდ თბილისში რამდენიმე ხიდის - მინდელის, გალაკტიონისა და თამარ მეფის ხიდების რეაბილიტაციას აანონსებს. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

"მომავალ ოთხ წელში ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა,"- განაცხადა კალაძემ.

ხიდებთან ერთად, კალაძე აცხადებს, რომ იგეგმება ვაჟა-ფშაველას გამზირის რეაბილიტაციაც. დღევანდელ პრეზენტაციაზე საუბარი იყო რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზეც, რომლისთვის მერიამ მიმდინარე წლის დასაწყისში ტენდერიც კი გამოაცხადა, თუმცა შემდგომში მისი განხორციელება გადაავადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები