მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კალაძეს [გასახლებაზე მობინადრეების] თანხმობა არ სჭირდებოდა, წინააღმდეგობის შემთხვევაში შეეძლო ისინი დაეჯარიმებინა - ირაკლი აბესაძე

ირაკლი აბესაძე

„სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დირექტორი ირაკლი აბესაძე სადგურის მოედანზე შენობის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მისი თქმით, კალაძეს გასახლებაზე მობინადრეების თანხმობა არ სჭირდებოდა და უფრო მეტიც, მათი წინააღმდეგობის შემთხვევაში შეეძლო დაეჯარიმებინა კიდეც ისინი.

როგორც ირაკლი აბესაძე განმარტავ, იმ შემთხვევაში თუ ავარიული კორპუსის მობინადრეები მერიის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდნენ შეეძლოთ, ისინი 5000 ლარით დაეჯარიმებინათ.

"რამდენიმე სამართლებრივი განმარტება, ქოცების ნამუსგარეცხილმა და ადამიანობისგან დაცლილმა პროპაგანდამ, რომ არ დაგაბნიოთ:

,,კორპუსი მწვავედ ავარიულია, ვიცით, მაგრამ მობინადრეები არ იყვნენ თანახმა” - კახა კალაძე:

,,სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის” კოდექსის 137-ე მუხლით, თუ სხვისი სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ავარიული ობიექტის მესაკუთრე არ მოახდენს ამ ნაგებობის დემონტაჟს/რეკონსტრუქციას ან/და არ შეასრულებს შესაბამისი ორგანოს (ამ შემთხვევაში თბილისის მერიის) მოთხოვნას, ის დაჯარიმდება 5000 ლარით.

ანუ არათუ მათი თანხმობა არ ჭირდებოდა კალაძეს, რომ ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინა, არამედ მათი წინააღდმეგობის შემთხვევაში შეეძლო დაეჯარიმებინა კიდეც 5000 ლარით.

ახლა გაიხსენეთ რამდენ მშვიდობიან დემონსტრანტს გაუმწარეს სიცოცხლე საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად ამის მსგავსი 5000 ლარიანი უკანონო ჯარიმებით (ათობით რო დაუწერეს თითოს) და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თავის სამშობლო უყვართ და მიხვდებით, რომ აქ ,,ჰუმანურები”კი არ იყვნენ, როცა არ დააჯარიმეს მობინადრეები (თუნდაც არ იტყუებოდეს კალაძე, რომ ისინი წინააღდმეგი იყვნენ), არამედ უბრალოდ ფეხებზე კიდიათ ადამიანები.

,,გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით” - გეკა გელაძე.

ეს მუხლი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის აწესებს სასჯელს. ამ შემთხვევაში კი ეს უმძიმესი ტრაგედია, იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვინმე რამეს აშენებდა, არამედ პირიქით, იმიტომ რომ იქ არავინ არაფერს აშენებდა (ფეხებზე დაიკიდეს ინფორმაცია, რომ სახლიმწვავედ ავარიული იყო). ეს კი სულ მინიმუმ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლია: სამსახურებრივი გულგრილობა. კალაძე თუ სხვები, ვინ უნდა აგოს ამუმძიმეს დანაშაულზე პასუხი?! ამას რეჟიმის შეცვლის შემდეგ გავცემთ სამართლიან პასუხს. ახლა გასაგებია, რომ შეშინებული რეჟიმი მხოლოდ თავის გადარჩენაზე და არა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავს", - წერს ირაკლი აბსეაძე.

შეგახსენებთ, რომ სადგურის მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე ორი ადამიანია დაღუპული, ერთი კი დაშავებულია, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები