მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალანდარიშვილი: დათვლილია ხმების 99.64% - რომელი უბნების შედეგებს ელოდება ცესკო?

გიორგი კალანდარიშვილი

10:30 საათის მონაცემებით, 3111 საარჩევნო უბნიდან 3100 უბნის შედეგები დათვლილია - ამის შესახებ, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დათვლილია ხმების 99.64% და საარჩევნო ადმინისტრაცია ოქმებს უცხოეთიდან ელოდება.

"ამ დროისთვის, 3111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3100 საარჩევნო უბნის შედგები. [დარჩენილი უბნებიდან] ერთი გახლავთ მარნეულის შემთხვევა, სადაც გაუქმდა პროცესი, და მეორე დუშეთის შემთხვევა, საიდანაც ამ დროისთვის არ არის ოქმი მიღებული. დანარჩენი 9 შემთხვევა არის უცხოეთის უბნები, საიდანაც ველოდებით შედეგების გადმოგზავნას", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცესკოს ინფორმაციით, 10:30 საათისთვის, ამომრჩეველთა 99.64%-ის ხმები ასე ნაწილდება:

  1. "ქართული ოცნება" - 54.08%
  2. "კოალიცია ცვლილებებისთვის" გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 10.92%
  3. "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10.12%
  4. "ძლიერი საქართველო" - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის - 8.78%
  5. "გახარია საქართველოსთვის" - 7.76%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები