მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიაში თვითმფრინავის შენობაზე შეჯახებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ავია

აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიაში, მცირე ზომის თვითმფრინავი ავეჯის საწყობს შეეჯახა - შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა - 19.

ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, ავიაკატასტროფა თვითმფრინავის აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა, შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა ქალაქ ფულერტონის აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

ABC News-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი პირები, სავარაუდოდ, თვითმფრინავის მგზავრები იყვნენ, დაშავებულთა ძირითადი ნაწილი კი საწყობის თანამშრომლები იყვნენ, მათგან 11-ს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდათ და საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

აშშ-ის სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს გამოძიებით დგინდება, რომ 4-ადგილიანი თვითმფრინავი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე, 275 მ. სიმაღლეს მიაღწია და რადიოგადამცემით აეროპორტში დაუყოვნებლივ დაბრუნების ნებართვა მოითხოვა. მიუხედავად აეროპორტის სწრაფი რეაგირებისა, თვითმფრინავმა გეზი იცვალა და ახლოს მდგომ შენობას შეეჯახა.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა და რატომ ითხოვდა პილოტი აეროპორტში დაბრუნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები