მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კალიფორნიის გუბერნატორი ჰოლივუდის გადასარჩენად $750 მილიონის დახარჯვას გეგმავს

ჰოლივუდი
BM. GE
06.07.25 22:03
442

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი $750-მილიონიანი ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მიზნად ისახავს ბოლო პერიოდში რთულ ვითარებაში მყოფი სახელმწიფო ტელევიზიისა და ლეგენდარული კინო-ინდუსტრიის მხარდაჭერას. შემოთავაზებული პაკეტი მოიცავს $200-მილიონიანი საგადასახადო შეღავათების შეთავაზებას კალიფორნიაში არსებული ან შტატში გადასვლის მსურველი კინო-მწარმოებლებისთვის. ნიუსომის ეს ინიციატივა ეხმიანება სხვა შტატებისა და კანადის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილ კონკურენციას, რამაც გარკვეულწილად უბიძგა კომპანიებს, გადაეტანათ თავისი წარმოება კალიფორნიიდან.

გუბერნატორის შეთავაზება ასევე მოიცავს $200 მილიონი დოლარის გამოყოფას გრანტის სახით იმ დამწყები თუ მცირე კომპანიებისთვის, რომელთაც ფინანსების არარსებობის გამო აქამდე არასდროს მისცემიათ საშუალება, თავისი სიტყვა ეთქვათ ინდუსტრიაში. დამატებით $200 მილიონის გაცემა იგეგმება იმ კინო-მწარმოებლებისთვის, რომელთაც ფინანსური ვითარების გამო არ ეძლეოდათ შესაძლებლობა, განეახლებინათ ან გაეუმჯობესებინათ სტუდიები და ზოგადი ინფრასტრუქტურა გადასაღებ მოედნებზე. ამ ნაბიჯით ნიუსომს სურს, შტატს შეუნარჩუნოს ფილმების ინდუსტრიაში ლიდერის როლი.

დარჩენილი $150 მილიონი გამოიყოფა დამატებითი სამუშაო ძალის მოზიდვას ისახავს მიზნად. ამ მიმართულებით შტატი პროფესიულ გაერთიანებებთან, საზოგადოებრივ კოლეჯებთან და სხვა სასწავლო დაწესებულებებთან აპირებს მუშაობას. ინიციატივის ავტორები მოელიან, რომ ჯამურად 150,000 ადამიანის გადამზადდება, ამ სიაში კი მოხვდებიან ვეტერანები, ქალები და ნაკლებად წარმოდგენილი საზოგადოებები. თავის მხრივ, კინო-ინდუსტრია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ გაზარდოს თანამშრომლების რაოდენობა და შეუწყოს ხელი კალიფორნიაში დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

გუბერნატორი ნიუსომის განცხადებით, $750-მილიონიანი ინვესტიციის მთავარი ამოცანა კალიფორნიის ისტორიული სტატუსის შენარჩუნებაა. აღსანიშნავია, რომ შეთავაზებას ორპარტიული მხარდაჭერა აქვს ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში, რადგან, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს გაზრდილ კონკურენციაში ტრადიციული სიმაღლის შენარჩუნებას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს სამუშაო ძალისა და იმ ეკონომიკური სარგებლის შენარჩუნებას, რომელიც შტატებს ახლა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები