მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ 10 დღეში უფრო მეტი შემოწირულება მიიღო, ვიდრე ბაიდენმა 15 თვეში

ჯო ბაიდენი

ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიამ დემოკრატი ამომრჩევლები, რომლებიც ბაიდენის კანდიდატობისას პარტიისთვის თანხის შეწირვისგან თავს იკავებდნენ, კვლავ გაააქტიურა. ოფიციალური მონაცემებით, კამალა ჰარისმა კამპანიის დაწყებიდან 10 დღეში უფრო მეტი დონაცია შეაგროვა, ვიდრე ჯო ბაიდენმა 15 თვის განმავლობაში.

ბოლო ინფორმაციით, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ნახევარ მილიარდიანი ზღვარი გადალახა და $540 მილიონის შემოწირულება მიიღო.

Politico-ს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც 21 ივლისს ჯო ბაიდენმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, კამპანიას ფული 2.3 მილიონმა ინდივიდუალურმა დონორმა შესწირა. ბაიდენმა კი 15 თვის განმავლობაში 2.1 მილიონი შემომწირველი შეაგროვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კამალა ჰარისის კამპანიის დონორთა 70%-მა საარჩევნო შემოწირულებაში კონტრიბუცია პირველად შეიტანა. 1.5 მილიონ მათგანს არც ჯო ბაიდენისთვის და არც რომელიმე სხვა დემოკრატი კანდიდატისთვის ფული მანამდე არასდროს შეუწირავს.

ამასთან, 400 000-მდე დონორმა ფული ბაიდენის 2020 წლის პირველ კამპანიას შესწირა, თუმცა მეორე ვადით არჩევისთვის დონაციის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები