კანადა სანქციებს დაუწესებს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციაში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლიმ ბალტიის ქვეყნებისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"კანადა სოლიდარულია ქართველი ხალხის მიმართ და შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ცდილობს რუსეთი საქართველოში. ამიტომ ჩვენ [ბალტიის ქვეყნების მსგავსად] დავუწესებთ სანქციებს იმ ადამიანებს, ბიზნესებსა თუ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში და ასევე კორუფციაში, ჩვენი სანქციათა რეჟიმის ფარგლებში. უახლოეს დღეებში თქვენ უფრო მეტს გაიგებთ ამ საკითხთან დაკავშირებით", - თქვა ჯოლიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 2 დეკემბერს, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყანაში შესვლა "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსა და რეჟიმის სამართალდამცავებს აუკრძალეს. მიზეზი ადამიანთა უფლებების დარღვევაა, რის გამოც მათ სამივე ბალტიის ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.