მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადა უკრაინის შეიარაღებისთვის $1.46 მილიარდს გამოყოფს

უკრაინის დახმარება
BM. GE
25.08.25 21:09
1710

კანადის პრემიერ მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკრაინის შეიარაღებისთვის $1.46 მილიარდი გამოიყოფა. ეს გადაწყვეტილება კანადის პირველმა პირმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, კიევში გამართულ ღონისძიებაზე გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 თვეში კანადამ უკრაინისთვის დახმარების მეორე პაკეტი დააანონსა. პირველად ეს დიდი შვიდეულის სამიტზე, ივნისში მოხდა, როცა კარნიმ განაცხადა, რომ უკრაინას $610 მილიონის შეიარაღებას გადასცემდა. მაშინ გამოყოფილი თანხით უკრაინამ მძიმე ჯავშანტექნიკა, სამედიცინო აღჭურვილობა, ტყვია-წამალი და სხვა საბრძოლო შეიარაღება მიიღო.

$1.46-მილიარდიანი ახალი დახმარების უდიდესი ნაწილი, $496 მილიონი NATO-ს სტანდარტების საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად დაიხარჯება. $160 მილიონი დრონების, ასევე მტრული დრონების გასანადგურებელი საფრენი აპარატების და სხვა ელექტრონული საშუალებების წარმოებისთვის დაიხარჯება. ამ მხრივ უკრაინული და კანადური მხარეები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. $120 მილიონი უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფისთვის გამოიყოფა. ამასთან, კანადა ტყვია-წამლის მწარმოებელი ჩეხური კომპანიისგან $73 მილიონის საბრძოლო მასალას შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები