კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ ქვეყნის ისტორიაში პირველი სუვერენული ფონდის დაფუძნება დააანონსა. Canada Strong Fund-ის საწყისი კაპიტალი 25 მილიარდი კანადური დოლარით ($18.38 მლრდ.) განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ფისკალური ანგარიშის წარდგენამდე ერთი დღით ადრე გასაჯაროვდა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ფონდი მომავალი თაობებისთვის სიმდიდრის დაგროვებისა და ეროვნული დანაზოგების მართვის ეფექტური მექანიზმი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ახალი სტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით მსხვილი შიდა პროექტების დაფინანსებას უზრუნველყოფს. როგორც ირკვევა, Canada Strong Fund-ი კერძო სექტორთან ერთად იმუშავებს და კაპიტალის ზრდას აქტივების რეციკლირებისა და რეინვესტირების გზით უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ორგანიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირდება. მარკ კარნის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური სტაბილურობისა და გრძელვადიანი განვითარებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ცნობისთვის, ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით კი ნავთობითა და გაზით მდიდარი ბევრი ქვეყანა ჭარბი შემოსავლების სამართავად სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებს იყენებს.




























