მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადის ბანკის მმართველი ამერიკის ფედერალური რეზერვების საფრთხეებზე საუბრობს

კანადა

კანადის ცენტრალური ბანკის მმართველმა, ტიფ მაკლემმა ამერიკის ფედერალური რეზერვების გარშემო არსებული ვითარება შეაფასა. როგორც ის აცხადებს, პრეზიდენტ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ FED-ის დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა, რაც ამერიკული დოლარის მიმართ ნდობაზე უარყოფითად მოქმედებს და თავად ფედერალური რეზერვის ავტონომიურობას ეჭვქვეშ აყენებს.

როგორც ტიფ მაკლემი ამბობს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისაკენ ხმამაღალი მოწოდება, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის გადაყენების მოთხოვნა და მმართველის უსაფუძვლოდ გაშვების მცდელობა FED-ის დამოუკიდებლობას დიდ საფრთხეს უქმნის. კანადის ბანკის მმართველი ასევე თვლის, რომ მსგავსი მიდგომა დოლარის, როგორც სანდო ვალუტის რეპუტაციას საგრძნობლად აზიანებს.

არსებული ვითარებისა და ტრამპის პოლიტიკის გათვალისწინებით, მაკლემი კანადის ხელისუფლებას მოუწოდებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა ამერიკულ ეკონომიკაზე ქვეყნის დამოკიდებულება შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები