მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადის მთავრობის წარმომადგენლებს WeChat-ის და Kaspersky-ს გამოყენება აეკრძალათ

wechat

კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კანადის ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩინური საკომუნიკაციო პლატფორმის, WeChat-ის და რუსული ანტივირუსის, Kaspersky-ს გამოყენება აეკრძალათ.

კანადის ციფრული უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, აღნიშნული აპლიკაციები თვალთვალისა და მომხმარებლების მონაცემების არასათანადოდ განკარგვის რისკებს შეიცავენ, რის გამოც იმ პირებს, რომელთაც შეხება აქვთ სენსიტიურ ინფორმაციასთან, უნდა შეეზღუდოთ WeChat-ითა და Kaspersky-ით სარგებლობა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კანადის მთავრობამ WeChat-ის შეზღუდვის გადაწყვეტილება ცრუ ბრალდებების საფუძველზე მიიღო, რადგან არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ WeChat-ს ჩინეთის ხელისუფლება სხვა ქვეყნების სათვალთვალოდ იყენებს.

Kaspersky-ს წარმომადგენლების განცხადებით, კანადის მთავრობის ბრალდებები უსაფუძვლოა და კომპანია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები