კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კორონავირუსის საფრთხის გამო თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერის ადმინისტრაციამ დაადასტურა.
როგორც BBC-ი წერს, ტრუდოს მეუღლეს მცირედი სიმპტომები ოთხშაბათს საღამოს გამოუვლინდა მას შემდეგ, რაც ის დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა. მას ანალიზები უკვე აუღეს, თუმცა, პასუხი უცნობია.
ამიტომაც მანამ ვიდრე ანალიზის პასუხი ცნობილი გახდება ის და მისი მეუღლე ორივე თვითიზოლაციაში არიან. თავად ტრუდოს რაიმე სიმპტომები არ აქვს.