მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადის პრემიერი კიევშია - კიდევ ვინ ესწრება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს?

უკრაინა
BM. GE
24.08.25 16:37
862

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 34-ე წელს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად მსოფლიოს არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი ჩავიდა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის ვიზიტმა მიიქცია. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ სექტემბრის თვეში უკრაინა კანადისგან $700 მილიონის ღირებულების შეიარაღებას მიიღებს.

უკრაინის დედაქალაქს ესტუმრა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგიც, რომელიც სოფიას მოედანზე გამართულ ღონისძიებაზე ზელენსკიმ ღირსების ორდენით დააჯილდოვა და ორ ქვეყანას შორის პოზიციების დაახლოებაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

კანადის პრემიერ-მინისტრისა და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლის გარდა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას სხვა არაერთი ქვეყნის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მაგალითისთვის, კიევში იმყოფებიან შვედეთის, დანიის, რუმინეთის, ლიეტუვისა და ლატვიის თავდაცვის მინისტრები. დიდ ბრიტანეთს კი ვეტერანთა საკითხების მინისტრი, ალისტერ კარნსი წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები