მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

კანადის ცენტრალური ბანკი

კანადის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 5%-იან ნიშნულზე დატოვა.

მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების სტრატეგიაზე გადართვა ქვეყნის მასშტაბით შემცირებული ინფლაციითაა განპირობებული. ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ კანადაში 3.1% შეადგინა, ნაცვლად წლის დასაწყისში დაფიქსირებული 8%-ისა.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განცხადებით, შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკა იქამდე შენარჩუნება, სანამ ინფლაციის დონე სამიზნე 2%-იან ნიშნულს არ დაუბრუნდება. როგორც მარეგულირებლები ამბობენ, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე ფიქრი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები