მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

sanc

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები დაუწესდა 9 ფიზიკურ პირსა და 6 კომპანიას, რომელთაც ბრალად ედებათ ომის წახალისება და პუტინის რეჟიმის მხარდაჭერა.

სამინისტროს განცხადებით, სანქციების ეს პაკეტი, ძირითადად, მედიის ინდუსტრიაში წარმოდგენილ კომპანიებს შეეხოთ, რადგან ამ სექტორის წარმომადგენლებს განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვთ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაზე.

სანქცირებულთა შორის არიან: RT Russia Beyond, РЕН-ТВ, Парламентская газета და Известия. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ პარტია „ერთიანი რუსეთის“ მიერ შექმნილ კვლევით ცენტრს და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტს.

ამჟამინდელი მდგომარეობით, კანადის ხელისუფლების მიერ სანქცირებულია 475 რუსული კომპანია და 1,370 ფიზიკური პირი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები